ახალი ამბები

პუტინი დარწმუნებულია, რომ 2022 წელს რუსეთში კარგი მოსავალი იქნება

10 მარტი, 2022 • 2529
პუტინი დარწმუნებულია, რომ 2022 წელს რუსეთში კარგი მოსავალი იქნება

რუსეთისთვის დაწესებული სანქციების ფონზე, ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ 2022 წელს რუსეთში კარგი მოსავალი იქნება. ამის შესახებ მან დღეს, 10 მარტს, რუსეთის მთავრობის წევრებთან შეხვედრაზე ისაუბრა.

პუტინის თქმით, რუსმა სოფლის მეურნეობის მწარმოებლებმა „იციან, როგორ იმუშაონ და ბოლო წლებში ეს არაერთხელ დაადასტურეს“.

„ვიცი, რომ მოსავლის გეგმები, ზოგადად, მოსავლის პერსპექტივა, პროგნოზი კარგია. დარწმუნებული ვარ, ასეც იქნება. ჩვენმა სოფლის მეურნეობის მწარმოებლებმა იციან მუშაობა და ეს არაერთხელ დაამტკიცეს ბოლო წლებში “, – განაცხადა პუტინმა.

პუტინის თქმით, უცხოელი პარტნიორები დაინტერესებულნი არიან რუსეთიდან სოფლის მეურნეობის პროდუქციის მიწოდებით.


რუსეთის ფედერაცია უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა და მას შემდეგ უკრაინის ქალაქებს უტევს როგორც სახმელეთო, ისე საჰაერო და საზღვაო გზებით. საერთაშორისო თანამეგობრობამ რუსეთს პასუხად მკაცრი სანქციები დაუწესა.

მასალების გადაბეჭდვის წესი