უკრაინის თავდაცვის მინისტრი ოლექსი რეზნიკოვი რუს ჯარისკაცებს მოუწოდებს, „რუსულ ხომალდს გაჰყვენ“, ან უკრაინელებს ტყვედ ჩაბარდნენ.

„ქვეყნის ხელმძღვანელობა, პრეზიდენტის მეთაურობით, მთავრობის წევრები ყველა მუშაობს, ყველა თავის ადგილზეა. რაც არ უნდა საწყენი იყოს ეს რუსეთისთვის!

„მე მოვუწოდებ ყველა რუს ჯარისკაცს,უკან გაჰყვეს რუსულ ხომალდს, ან ჩაბარდეს ტყვედ უკრაინელებს, სანამ ძალიან გვიან არ არის.
რაც შეეხება კაპიტულაციას, უკრაინა გაგებით შეხვდება რუსეთის კაპიტულაციას“, – წერს რეზნიკოვი სოციალურ ქსელში.


რუსეთის ფედერაცია უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა და მას შემდეგ უკრაინის ქალაქებს უტევს როგორც სახმელეთო, ისე საჰაერო და საზღვაო გზებით. საერთაშორისო თანამეგობრობამ რუსეთს პასუხად მკაცრი სანქციები დაუწესა.