ახალი ამბები

“ყველა ქალაქს აღვადგენთ, რუსეთის შემოჭრის კვალიც აღარ იქნება” | ზელენსკი

10 მარტი, 2022 • 1416
“ყველა ქალაქს აღვადგენთ, რუსეთის შემოჭრის კვალიც აღარ იქნება” | ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დღევანდელ, 10 მარტის მიმართვაში ისაუბრა იმის შესახებ, რომ ომის შემდეგ უკრაინა ძალიან სწრაფად შეძლებს აღადგინოს მტრის მიერ განადგურებული ქალაქები.

“ომის შემდეგ, ჩვენი გამარჯვების შემდეგ, ყველაფერს აღვადგენთ, რაც მტერმა გაანადგურა. ძალიან სწრაფად, ძალიან ხარისხიანად. თითოეული დაზარალებული ქალაქის აღსადგენად შეიქმნება სპეციალური სახელმწიფო კომისია. მე უკვე დავავალე მთავრობას, დაიწყონ შემუშავება. ყველა ქალაქში, სადაც ეს ბოროტება განხორციელდა, რუსეთის შემოჭრის კვალიც კი არ იქნება. საუკეთესო არქიტექტორები, საუკეთესო კომპანიები, საუკეთესო პროექტები. ყველა ქალაქისთვის!”

რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა და მას შემდეგ განუწყვეტლივ ბომბავს როგორც სამხედრო ობიექტებს, ისე მშვიდობიან მოსახლეობას. განადგურებულია ცალკეული ქალაქების ინფრასტრუქტურა.

მასალების გადაბეჭდვის წესი