ახალი ამბები

დამისახელეთ სახელმწიფო, რომელიც შესაძლებლობების ფარგლებში ჩვენზე მეტს აკეთებს უკრაინისთვის – ყაველაშვილი

10 მარტი, 2022 • 1889
დამისახელეთ სახელმწიფო, რომელიც შესაძლებლობების ფარგლებში ჩვენზე მეტს აკეთებს უკრაინისთვის – ყაველაშვილი

„ქართული ოცნების“ წევრი მიხეილ ყაველაშვილი აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლება უკრაინას მხარდაჭერას უცხადებს შესაძლებლობების ფარგლებში.

მისი თქმით, ის არ უპასუხებს უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან საქართველოს მთავრობის მიმართ კრიტიკას, რადგან ქვეყანაში მიმდინარე ომის გამო „მორატორიუმია“

„დამისახელეთ ერთი სახელმწიფო, რომელიც საკუთარი შესაძლებლობების ფარგლებში საქართველოზე მეტს აკეთებს უკრაინისთვის. შესაძლებლობა იცით, რას გულისხმობს? აი, რა შესაძლებლობაც აქვს ქვეყანას, იქიდან გამომდინარე… ჩვენი პარტნიორების პირველი და მთავარი ამოსავალი წერტილი არის საკუთარი ქვეყნის ინტერესი. რატომ არ ემბმებიან მაშინ ომში? მორატორიუმია და არ შეიძლება გონჩარენკოს ვუპასუხო, რისი ღირსიც არის, იმ ადამიანებს, ვინც რაღაცნაირად ხელს იშვერენ და ასეთ საომარ მდგომარეობაში მყოფ ქართულ ხელისუფლებას ადანაშაულებენ“, – განაცხადა ყაველაშვილმა.


პირველ მარტს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოდან ელჩი – იგორ დოლგოვი გაიწვია, მიზეზად კი უკრაინაში მოხალისეებისთვის გამგზავრებაში ხელშეშლა და სანქციებთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის „ამორალური პოზიცია“ დაასახელა.

საქართველოს მთავრობა გააკრტიკა უკრაინის რადას თავმჯდომარე რუსლან სტეფანჩუკმაც. მისი თქმით,  რუსეთის მიერ ქართული რძის მწარმოებელი კომპანიებისთვის საქნციების შემსუბუქებას ეხმაურება და საქართველოს მთავრობას მიმართავს, ხომ არ არის ეს პასუხი იმაზე, რომ უკრაინის მიმართ სათანადო მხარდაჭერას არ გამოხატავენ.

სტეფანჩუკმა ამის შესახებ ვიდეომიმართვა ჩაწერა და აღნიშნა, რომ საქართველო მხოლოდ მისი მთავრობა არ არის და ეს ის ხალხია, რომელიც უკრაინის მხარდასაჭერად ქუჩაში გამოდის.

მასალების გადაბეჭდვის წესი