ახალი ამბები

გამძაფრებული საფრთხის ფონზე გადავალაგებთ ჩვენს პრიორიტეტებს – თავდაცვის მინისტრი

10 მარტი, 2022 • 1575
გამძაფრებული საფრთხის ფონზე გადავალაგებთ ჩვენს პრიორიტეტებს – თავდაცვის მინისტრი

თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე აცხადებს, რომ უკრიანაში რუსეთის ომის ფონზე საქართველოსთვის არსებული საფრთხეების „ინტენსივობა“ შეიცვალა.

მისი თქმით, თავდაცვის სამინისტროც მუშაობს „ინტენსივობის გაძლიერებაზე“ და პრიორიტეტების გადალაგებაზე.

„კლასიკურად გამოწვევა იგივეა, რაც იყო. საფრთხე იგივეა, უბრალოდ, არის გამძაფრებული, რეგიონში ომია. ინტერვენცია ჩვენს თავზეც არაერთხელ ვიწვნიეთ და, რა თქმა უნდა, ჩვენ ამ გამძაფრებული [საფრთხის] ფონზე გადავალაგებთ ჩვენს პრიორიტეტებს. ანუ საფრთხეების კლასიფიცირება არ შეცვლილა, შეიცვალა ინტესივობა. ჩვენ რისკებს და საფრთხეებს საიდანაც ვხედავდით, იქიდან ვხედავთ, უბრალოდ, გამძაფრებულად. შესაბამისად, ჩვენი მხრიდან გაიზრდება ინტესივობა“, – განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.


რუსეთის ფედერაცია უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა და მას შემდეგ უკრაინის ქალაქებს უტევს როგორც სახმელეთო, ისე საჰაერო და საზღვაო გზებით. საერთაშორისო თანამეგობრობამ რუსეთს პასუხად მკაცრი სანქციები დაუწესა.

მასალების გადაბეჭდვის წესი