16 მარტს ნატოს თავდაცვის მინისტერიალი გაიმართება.
ჩრდილოატლანტიკური საბჭოს (NAC) საგანგებო შეხვედრას თავდაცვის მინისტრების დონეზე ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი უხელმძღვანელებს. ნატო-ს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს, უკრაინის, ფინეთის და შვედეთის თავდაცვის მინისტრები, ასევე, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში.
რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრიდან 14 დღე გავიდა. ევროპული უსაფრთხოების ახალი გამოწვევის ფონზე ნატო აძლიერებს თავის ძალებს აღმოსავლეთ ფლანგზე.








