ახალი ამბები

წარმოიდგინეთ, რა იქნებოდა, სანქციებს რომ მივერთებოდით – მდინარაძე სურსათზე აჟიოტაჟზე

9 მარტი, 2022 • 3389
წარმოიდგინეთ, რა იქნებოდა, სანქციებს რომ მივერთებოდით – მდინარაძე სურსათზე აჟიოტაჟზე

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის თქმით, საქართველოში „ლოკალური დეფიციტია“ ცალკეულ პროდუქტებზე.

მისი თქმით, ეს იმ ფონზე ხდება, როცა ქვეყანა რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ მიერთებია. მდინარაძის თქმით, „ქართული ოცნების“ არგუმენტი იყო და არის, რომ საქართველოს მიერ სანქციების დაწესება არა რუსეთს, არამედ ქვეყენას დააზარალებს.

„შექმნილი აჟიოტაჟის გამო ლოკალურად გარკვეულ პროდუქტებზე დაფიქსირდა დეფიციტი კონკრეტულ შემთხვევებში. რაც ლოგიკური არ არის. იმიტომ, რომ დეფიციტზე საუბარი არ უნდა იყოს და არ არის. ამას ამბობენ მომწოდებლებიც, ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლებიც, ბიზნესიც, რომ სახეზე რეალური დეფიციტი არ არის. შესაბამისი სექტორიდან ერთ-ერთმა ადამიანმა განმარტება გააკეთა, რომ შესაძლოა პანიკური შესყიდვები უზრუნველყოფდეს ამ ცუდ ტრენდს.

ახლა თქვენ წარმოიდგინეთ, სანქციების გარეშე, სადაც პრობლემა არ არის რეალურად, ასეთი ლოკალური, პატარ-პატარა პრობლემები ჩნდება, ანუ აღმოფხვრადი პრობლემები. თქვენ წარმოიდგინეთ, საქნციებთან მიერთების შემთხვევაში რა იქნებოდა შედეგი? სწორედ ეს უნდოდათ იმ ადამიანებს, ვინც ეროვნული მოტივებით, ვითომ მორალურ ემოციებზე მითითებით მოგვიწოდებს ჩვენ, რომ სანქციები დავაწესოთ“, – განაცხადა მდინარაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი