იაპონიამ უკრაინას გაუგზავნა თავდაცვითი აღჭურვილობა, მათ შორის- ჯავშანჟილეტები და ჩაფხუტები.
ინფორმაცია თავად იაპონიის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა.
ტოკიოს თანახმად, მომავალშიც გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას.
მეორე მსოფლიო ომს შემდეგ პირველად მოხდა, როდესაც იაპონიამ უცხო ქვეყანას სამხედრო აღჭურვილობა გადასცა.
იაპონიის კონსტიტუციის თანახმად, ქვეყანა დემილიტარიზებულია, ხოლო მის უსაფრთხოების გარანტი ამერიკის შეერთებული შტატებია.








