კიევის თავზე უკრაინელმა სამხედროებმა ორი რუსული თვითმფრინავი ჩამოაგდეს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული გამოცემა УНИАН ავრცელებს.

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავრსარდლის, ვალერი ზალუჟნის განცხადებით, რუსეთის საჰაერო ძალების პირველი თვითმფრინავი კიევის თავზე 7 მარტს, კიევის დროით 20:30 საათზე ჩამოაგდეს.

მეორე თვითმფრინავი კი კიევის მიდამოებში კიევის დროით 21:20 საათზე ჩამოაგდეს.

УНИАН-ის ცნობით, მანამდე, უკრაინაში შეჭრიდან 11 დღის განმავლობაში, რუსეთმა 46 თვითმფრინავი და 68 ვერტმფრენი დაკარგა.

გარეკანის ფოტო: УНИАН