ჟიტომირის რეგიონში რუსეთის ფედერაციის საჰაერო დარტყმის შედეგად ნავთობის საცავებში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
წინასწარი ინფორმაციით, ხანძარს მსხვერპლი არ მოჰყოლია.
7 მარტს, 20:20 საათზე ორი საჰაერო დარტყმა განხორციელდა ნავთობის საცავებზე ჟიტომირსა და ჩერნიახივში. ჟიტომირში ცეცხლი გაუჩნდა 10 კუბური მეტრის ტევადობის ავზს, ჩერნიახივში კი, ორ ნახევრად ცარიელ ავზს. ახლომდებარე სახლებიდან მოსახლეობის ევაკუაცია მოხდა.