ახალი ამბები

რუსებმა გაანადგურეს 1500 საცხოვრებელი სახლი, 202 სკოლა | პოდოლიაკი

7 მარტი, 2022 • 1324
რუსებმა გაანადგურეს 1500 საცხოვრებელი სახლი, 202 სკოლა | პოდოლიაკი

“რუსმა სამხედროებმა 202 სკოლა, 1500-ზე მეტი საცხოვრებელი კორპუსი და 34 საავადმყოფო გაანადგურეს ან დააზიანეს. ასევე, 900-ზე მეტი დასახლებული პუნქტი ელექტროენერგიის, წყლისა და გათბობის გარეშე დატოვეს”, –  ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის წარმომადგენელი მიხაილ პოდოლიაკი წერს ტვიტერზე.

“რუსეთის არმიას არ შეუძლია ბრძოლა სხვა არმიების წინააღმდეგ, მაგრამ შესანიშნავად გამოსდის მშვიდობიანი მოქალაქეების ხოცვა”, – წერს ის.

დღეს, 7 მარტ,ს მე-12-ე დღეა, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთმა დაბომბა ქალაქებიც, დაღუპულია ასობით მშვიდობიანი მოქალაქე. ძირითადად ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებით ქვეყანა დატოვა 1.5 მილიონზე მეტმა ადამიანმა. ეს არის მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპაში ყველაზე მასშტაბური და სწრაფი ლტოლვილთა კრიზისი.

მასალების გადაბეჭდვის წესი