ახალი ამბები

ჩინეთი უკრაინას ჰუმანიტარულ დახმარებას უგზავნის

7 მარტი, 2022 •
ჩინეთი უკრაინას ჰუმანიტარულ დახმარებას უგზავნის

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ვანგ აის განცხადებით, ჩინეთის წითელი ჯვრის ორგანიზაცია უკრაინას ჰუმანიტარულ დახმარებას გაუგზავნის.

ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ამავდროულად, აიმ განაცხადა, რომ ჩინეთისა და რუსეთის მეგობრობა „ქვასავით მყარია“ და თანამშრომლობის შესაძლებლობები ძალიან ფართოა.

ოფიციალურ პეკინს ჯერჯერობით არ დაუგმია რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმა, თუმცა, ამის პარალელურად, განაცხადა, რომ მზადაა, მხარეებს შორის მედიატორის როლი შეასრულოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი