ახალი ამბები

ზოგიერთ ქვეყანაში ომია, ვცდილობთ, არ მივიღოთ მონაწილეობა — ილია II

6 მარტი, 2022 • 4737
ზოგიერთ ქვეყანაში ომია, ვცდილობთ, არ მივიღოთ მონაწილეობა — ილია II

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი, ილია მეორე, ქადაგებისას უკრაინაში ომზე საუბრობს.

„ომია ზოგიერთ ქვეყანაში, ჩვენ ვწუხვართ, რომ ეს ომი არის. ვლოცულობთ, ჩვენ ვცდილობთ, არ მივიღოთ მონაწილეობა. ჩვენმა ხალხმა შეაგროვა სურსათი, ჩასაცმელი ხალხის დასახმარებლად. მაგრამ ეს ცოტა არის, ჩვენ კიდევ ვეცდებით.

ჩვენ ვწუხვართ შექმნილი სიტუაციისთვის, მაგრამ ჩვენ უნდა ყველაფერი გავაკეთოთ, იმისთვის, რომ შეწყდეს სისხლისღვრა, შეწყდეს ომი და ხალხმა მოიპოვოს მშვიდობიანი ცხოვრება,“ – ამბობს ილია მეორე, მის ქადაგებას კი საზოგადოებრივი მაუწყებელი გადასცემს.


მე-11 დღეა, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთმა დაბომბა ქალაქებიც, დაღუპულია ასობით მშვიდობიანი მოქალაქე. ძირითადად ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებით ქვეყანა დატოვა 1.5 მილიონზე მეტმა ადამიანმა. ეს არის მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპაში ყველაზე მასშტაბური და სწრაფი ლტოლვილთა კრიზისი.

უკრაინაში ომის დაწყებიდან, სულ მცირე, 25 ბავშვი დაიღუპა – UN

 

მასალების გადაბეჭდვის წესი