ახალი ამბები

უკრაინაში ომის დაწყებიდან, სულ მცირე, 25 ბავშვი დაიღუპა – UN

6 მარტი, 2022 • 1993
უკრაინაში ომის დაწყებიდან, სულ მცირე, 25 ბავშვი დაიღუპა – UN

გაერთიანებული ერების ადამიანის უფლებათა ოფისის ცნობით, უკრაინაში ომის დაწყებიდან ამ დრომდე, სულ მცირე, 364 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, მათ შორის 25 ბავშვია, თუმცა როგორც ორგანიზაცია აცხადებს, „რეალური მონაცემები გაცილებით მაღალია“. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

გაეროს თანახმად, ამ დრომდე დაშავდა, სულ მცირე, 759 მშვიდობიანი მოქალაქე. მშვიდონი მოსახლეობა უმეტესად საჰაერო დაბომბვებისას იღუპება.

აღნიშნული მონაცემები შესაძლოა, მნიშვნელოვნად განსხვავდებოდეს რეალობისგან, რადგან უკრაინული და საერთაშორისო მედია ყოველღიურად ავრცელებენ ინფორმაციას ომის დროს მოკლულ ათეულობით მშვიდობიან მოქალაქეზე, მათ შორის, ბავშვებზეც.

რუსეთი არმიის დაბომბვის ბოლო მსხვერპლებს შორისაა ირპინელი ოჯახი — ახალგაზრდა ცოლ-ქმარი და მათი ორი შვილი. უკრაინის შს მინისტრის მრჩეველმა ანტონ გერაშენკომ 6 მარტის საღამოს გაავრცელა ფოტოები, რომლებზეც დაბომბვისას დაღუპული ოჯახია აღბეჭდილი. ისინი ირიპინიდან ევაკუაციას ცდილობდნენ.

უკვე მე-11 დღეა, რაც რუსეთი უკრაინაში ფართომასშტაბიან ომს აწარმოებს. ძირითადად ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებით ქვეყანა დატოვა 1.5 მილიონზე მეტმა ადამიანმა. ეს არის მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპაში ყველაზე მასშტაბური და სწრაფი ლტოლვილთა კრიზისი.

მასალების გადაბეჭდვის წესი