უკრაინის საპორტო ქალაქ მარიუპოლში, რომელიც საოკუპაციო ძალების ალყაშია, დროებითი, ე.წ. ჰუმანიტარული ზავი ამოქმედდა.

ზავი ადგილობრივი დროით 10:00 საათზე შევიდა ძალაში და 21:00 საათამდე გასტანს.

ამ დროის განმავლობაში, მოქალაქეები შეძლებენ ქალაქის დატოვებას.

მსგავსი ზავი უნდა ამოქმედებულიყო გუშინაც, თუმცა უკრაინული მხარის თანახმად, მოწინააღმდეგემ იგი დაარღვია და ის მიმართულებები დაბომბა, რომლითაც მოსახლეობას ქალაქი უნდა დაეტოვებინა.