ახალი ამბები

ბლინკენი კულებას პოლონეთი-უკრაინის საზღვარზე შეხვდა

6 მარტი, 2022 • 1058
ბლინკენი კულებას პოლონეთი-უკრაინის საზღვარზე შეხვდა

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებას პოლონეთი-უკრაინის საზღვარზე შეხვდა.

„ფრანც-პრესის“ ცნობით, მათ უსაფრთხოების გამკაცრებული ზომების ფონზე 45 წუთის განმავლობაში ისაუბრეს.

საუბარი შეეხებოდა „კიევის მეტად შეიარაღებასა და მოსკოვზე გლობალური წნეხის შენარჩუნებას“.

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ხუთშაბათს გაემგზავრა აღმოსავლეთ ევროპაში უკრაინის საკითხთან დაკავშირებით ნატოს მოკავშირეებთან და სხვა ევროპელ ლიდერებთან შესახვედრად.

იგი გეგმავს მოლდოვაში გამგზავრებას და პრეზიდენტ მაია სანდუსთან, ასევე, პრემიერ-მინისტრსა და საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრას.

6-8 მარტის შუალედში კი იგი ეწვევა ლიეტუვას, ლატვიასა და ესტონეთს, რათა უკრაინის საკითხი განიხილოს და „გააძლიეროს ნატოს თავდაცვის ძალები“.

მასალების გადაბეჭდვის წესი