ახალი ამბები

მტრის სამხედრო რესურსი იწურება – უკრაინის თავდაცვის მინისტრი

5 მარტი, 2022 •
მტრის სამხედრო რესურსი იწურება – უკრაინის თავდაცვის მინისტრი

უკრაინის თავდაცვის მინისტრი ოლექსი რეზნიკოვი აცხადებს, რომ უკრაინაში რუსეთის რესურსები იწურება და შემდეგი ლოჯისტიკური კოლაფსი იქნება.

მისი თქმით, შეტევის ნელი ტემპისა და უკრაინელების წინააღმდეგობის გათვალისწინებით, რუსეთი ტაქტიკას ცვლის.

როგორც რეზნიკოვი ამბობს, დღეს უკრაინის ცა ყველაზე დაუცველია და აგრესორი სრულყოფილად და აქტიურად იყენებს თავის საჰაერო და სარაკეტო პოტენციალს.

„უკრაინაში მტრის სამხედრო რესურსი იწურება და შემდეგ ლოჯისტიკური კოლაფსი იქნება. ამის გაცნობიერებით იზრდება მტრის დანებების ტენდენცია, არა მხოლოდ ერთეული ჯარისკაცების, არამედ ოცეულების. მათ უკვე ესმით, რომ მათი ათასობით თანამებრძოლის ცხედარი, რომლებიც „სწავლებებისას გამოცდაზე 200 ქულა მიიღეს“, უკრაინის მიწაზე დარჩა. მოსკოვი ხომ არ აღიარებს მათ სიკვდილს, პუტინისთვის ისინი საზარბაზნე ხორცია, სახარჯი მასალა, მისი იმპერიული ოცნების მისაღწევად. ბევრმა უკვე გაიგო, რომ მათ უღალატეს“, – წერს რეზნიკოვი სოციალურ ქსელში.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განახლებული ინფორმაციით, 5 მარტის დილის მდგომარეობით, რუსეთ-უკრაინის ომში რუსეთის არმიამ 10 ათასზე მეტი ადამიანი დაკარგა.


რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს, გამთენიისას, შეიჭრა და მას შემდეგ განუწყვეტლივ ბომბავს როგორც სამხედრო ობიექტებს, ისე მშვიდობიან მოსახლეობას. უკრაინაში შეჭრას წინ უძღოდა სეპარატისტული რეგიონების – ლუგანსკისა და დონეცკის აღიარება. რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკრაინაში შეჭრის მიზანი უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაციაა“.

უკრაინა რუსეთის არმიის დანაკარგებს აქვეყნებს – 5 მარტი

მასალების გადაბეჭდვის წესი