უკრაიანაში რუს რეჟისორ ნიკიტა მიხალკოვს დაუსწრებლად ბრალი წარუდგინეს. ამის შესახებ ინფორმაციას UNIAN უკრაინის გენერალურ პროკურორზე, ირინა ვენედიქტოვაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მიხალკოვს ბრალი უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფაში ედება.
მათივე ცნობით, უკრაინის სასამართლომ მიხალკოვს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ამასთან, უკრაინის სასამართლომ პროკურატურას ნება დართო, რომ საზღვრის გადმოკვეთის შემთხვევაში მიხალკოვი დააკავოს.
გარდა ამისა, უკრაინის გენერალური პროკურორის თქმით, დაიწყეს მიხალკოვის საერთაშორისო ძებნილად გამოცხადების პროცედურა.