დღეს, 5 მარტს მე-10 დღეა, რაც რუსეთის ფედერაცია უკრაინაში შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსულმა მხარემ უკრაინის ქალაქი ჩერნიგოვი 27 თებერვალს გამთენისას დაბომბა. ჭურვი ბავშვთა სტომატოლოგიური კლინიკისა და ბიბლიოთეკის ეზოს მოხვდა, რამაც მიმდებარე ინფრასტრუქტურა დააზიანა.







