Booking.com-ის დაჯავშნის სერვისმა რუსეთთან და ბელარუსთან მუშაობა შეაჩერა.
ამის შესახებ Booking.com-ის აღმასრულებელმა დირექტორმა გლენ ფოგელმა სოციალურ ქსელ LinkedIn-ში დაწერა.
„ყოველდღიურად, როცა უკრაინაში ომის დესტრუქციულობა იზრდება, რეგიონში ბიზნესის კეთების სირთულეები იზრდება. ამ სირთულის გამო, რომელიც მოიცავს სანქციებთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან შეზღუდვებს, ჩვენ ვაჩერებთ ტურისტულ მომსახურებას რუსეთსა და ბელორუსში“, — განაცხადა ფოგელმა.
„მედუზას“ ცნობით, მანამდე რუსული ტელეგრამის არხებმა და მედიამ შეამჩნიეს, რომ Booking.com-მა შეწყვიტა საცხოვრებლებისა და მანქანების ჩვენება რუსეთსა და ბელარუსში.
რუსეთსა და ბელaრუსში საქმიანობის შეჩერების შესახებ გამოაცხადა მოკლევადიანი გაქირავების სერვისმა Airbnb-მაც.
რუსეთი 24 თებერვალს, გამთენიისას შეიჭრა უკრაინაში და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. შეჭრას წინ უძღოდა რუსეთის პრეზიდენტის მიერ უკრაინის სეპარატისტული დონბასის და ლუგანსკის დამოუკიდებლობის აღიარება.