ახალი ამბები

15- წლიანი პატიმრობა “ომზე ყალბი ინფორმაციის გავრცელებისთვის” – რუსეთში კანონი მიიღეს

4 მარტი, 2022 • 2161
15- წლიანი პატიმრობა “ომზე ყალბი ინფორმაციის გავრცელებისთვის” – რუსეთში კანონი მიიღეს

რუსეთის სახელმწიფო დუმამ დღეს, 4 მარტს ერთხმად [401 ხმა], მეორე მოსმენით მიიღო კანონი, რომელიც “რუსული არმიის შესახებ ფეიკ ინფორმაციის გავრცელებისთვის”  რუსეთის მოქალაქეებს 15- წლიანი პატიმრობა ემუქრებათ. ინფორმაციას ინტერფაქსი ავრცელებს.

ოფიციალური ცნობითვე, კანონპროექტი დაუყოვნებლივ გადაეგზავნება ფედერაციის საბჭოს და მისი ამოქმედება, შესაძლოა, უკვე ხვალიდანვე, დაიწყოს.

რუსეთში უკვე დაბლოკეს კიდევ ორი თავისუფალი მედიასაშუალება – Radio Liberty (Radio Svoboda) და Meduza. ამასთანავე, შეიზღუდა წვდომა BBC-ის რუსულ ბიუროზე. მანამდე, რუსეთის „ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და მასობრივი კომუნიკაციების ზედამხედველობის ფედერაციულმა სამსახურმა“ დაბლოკა ტელეარხი „დოჟდი“.  საბოლოოდ, ტელეარხმა 3 მარტს განაცხადა, რომ დროებით წყვეტენ მაუწყებლობას. პროკურატურის შუამდგომლობის შემდეგ დაიხურა რადიო „ეხო მასკვი“. 

რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს, გამთენიისას შეიჭრა და მას შემდეგ განუწყვეტლივ ბომბავს როგორც სამხედრო ობიექტებს, ისე მშვიდობიან მოსახლეობას. უკრაინაში შეჭრას წინ უძროდა სეპარატისრული რეგიონების — ლუგანსკისა და დონეცკის — აღიარება. რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკრაინაში შეჭრის მიზანი უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაციაა“. რუსეთის ის მოქალაქეები, რომლებიც რუსეთის მიერ უკრაინაში ფართომასშტაბიან ომს ღიად, სოციალურ  ქსელებში ან მედიით აკრიტიკებენ, რუსეთის ხელისუფლების მიერ იდევნებიან.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი