ახალი ამბები

თუ ააფეთქეს, ჩერნობილზე 10-ჯერ დიდი იქნება- კულება ზაპოროჟიის ატომურ სადგურზე 

4 მარტი, 2022 •
თუ ააფეთქეს, ჩერნობილზე 10-ჯერ დიდი იქნება- კულება ზაპოროჟიის ატომურ სადგურზე 

ზაპოროჟიის ატომურ ელექტროსადგურზე გაჩენილ ხანძრის შესახებ ცნობას ადასტურებს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრიც. კულება წერს, რომ თუ სადგური ააფეთქეს, ჩერნობილზე 10-ჯერ დიდი აფეთქება იქნება: 

“რუსეთის ჯარს ყველა მხრიდან ცეცხლი აქვს გახსნილი ზაპოროჟიის ატომურ ელექტროსადგურის ირგვლივ. ეს ევროპის უდიდესი ელექტროსადგურია. ხანძარი უკვე გაჩნდა. თუ ააფეთქეს, ჩორნობილზე 10-ჯერ დიდი იქნება! რუსებმა სასწრაფოდ უნდა შეწყვიტონ ცეცხლი, დაუშვან მეხანძრეები, შექმნან უსაფრთხოების ზონა!”, – წერს კულება ტვიტერზე. 


მოკლედ: 

ხანძარია ზაპოროჟიის ატომურ ელექტროსადგურზე;

ოფიციალური ცნობით, ხანზარია სამეცნიერო-სასწავლო ცენტრში;

ოფიციალური ცნობით, რადიაციული ფონი ნორმაში.


მასალების გადაბეჭდვის წესი