„რა გინდა ჩვენგან? წადი ჩვენი მიწიდან“, – მიმართავს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს.
3 მარტს მორიგ პრესკონფერენციაზე ზელენსკიმ ჟურნალისტების კითხვაზე პასუხად ვლადიმერ პუტინს მიმართა:
„რა გინდა ჩვენგან? წადი ჩვენი მიწიდან. თუ ახლა არ გინდა წასვლა, დაჯექი ჩემთან ერთად მოლაპარაკების მაგიდასთან. თავისუფალი ვარ. დაჯექი ჩემთან, მაგრამ არა 30 მეტრზე, როგორც მაკრონთან, შოლცთან და ა.შ. მეზობელი ვარ, ბოლოს და ბოლოს, 30 მეტრზე დარჩენა არ მჭირდება. არ ვიკბინები, ჩვეულებრივი კაცი ვარ“, – თქვა მან.