უკრაინაში რუსული აგრესიით დაზარალებულ მოქალაქეებს ჰუმანიტარული დახმარება სჭირდებათ. ჰუმანიტარული დახმარების აუცილებლობაზე საუბრობს უკრაინის საელჩო საქართველოშიც.
ნეტგაზეთი გთავაზობთ იმ ორგანიზაციათა თუ კამპანიათა ნუსხას, რომელთა საშუალებითაც თქვენც შეგიძლიათ დაეხმაროთ უკრაინის მოქალაქეებს.
ჩვენ პერიოდულად განვაახლებთ ამ სიას.
საქართველოში არსებულ ფონდები და კამპანიები უკრაინის დასახმარებლად:
- ორგანიზაციის „წითელი ჯვარი საქართველოში“ ანგარიში, რომელიც უკრაინელთა დასახმარებლად შეიქმნა. „წითელ ჯვართან“ თანამშრომლობით კომპანია „Wolt-მა“ სპეციალური ანგარიში შექმნა შემოწირულების შესაგროვებლად.
- სპეციალური ანგარიში, ორგანიზაციის „ქალთა ფონდი საქართველოში“, რომლის მიზაინა ფინანსური რესურსის მობილიზება უკრაინაში მყოფი ქალებისა და ბავშვებისთვის;
- ფონდი „ტასო“, რომელიც უკრაინელი დედების დასახმარებლად თანხებსა და საჭირო ნივთებს აგროვებს;
- მოძრაობა „სირცხვილია“ პარტნიორ ორგანიზაციებთან და პარტიებთან ერთად, უკრაინაში გასაგზავნად საჭირო ნივთებს, მათ შორის, მედიკამენტებს აგროვებს. მათი სია და რეკვიზიტები ნახეთ აქ;
- უკრაინის მოქალაქეების დასახმარებლად TBC ბანკმა სპეციალური ანგარიში შექმნა, სადაც თანხის გადარიცხვა შეგიძლიათ;
- თანხის მოსაგროვებლად ანგარიში აქვს ასევე „საქართველოს ბანკსაც“;
- ორგანიზაცია „ბავშვთა სიმსივნეები და სუპერგმირები“ უკრაინულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით აგროვებს ბავშვებისთვის დახმარებას. დეტალები ნახეთ აქ;
- უკრაინის დასახმარებლად გაიხსნა ანგარიში საქართველოს სახელმწიფო ხაზინის ერთიანი ანგარიში, სახაზინო კოდი – 300778800, დანიშნულება – უკრაინისთვის;
- უკრაინელი ბავშვებისთვის ჰუმანიტარულ დახმარებას აგროვებენ ასევე მოქალაქეებიც. ამბობენ, რომ ყველაზე პრიორიტეტული ამ ეტაპზე ე.წ. ფორმულაა (ჩვილ ბავშვთა ხელოვნური საკვები). ნივთები შეგიძლიათ მიიტანოთ შემდეგ მისამართზე: ფალიაშვილის #60. დეტალები ნახეთ აქ;
- „საქართველოს ფოსტა“ ფიზიკური პირებისგან მიიღებს და უსასყიდლოდ გაგზავნის ჰუმანიტარული დანიშნულების ამანათებს უკრაინის მიმართულებით;
- უკრაინის მოსახლეობის დასახმარებლად დონაციის მისაღებად ანგარიში გახსნა „ქალთა ინიციატივების მხარდამჭერმა ჯგუფმა“;
- დახმარება შეგიძლიათ გააგზავნოთ სპეციალურად შექმნილი საიტის მეშვეობითაც – helpukraine.ge
- ჯანდაცვის სამინისტრო უკრაინის მოქალაქეების დასახმარებლად, სისხლის ჩაბარების მსურველთა რეგისტრაციას იწყებს. სამინისტროს ცნობით, სისხლის ჩაბარების მსურველებს შეუძლიათ დარეკონ ცხელ ხაზზე 1505 ან რეგისტრაცია გაიარონ ვებგვერდზე: donor.moh.gov.ge
უკრაინის მიერ შექმნილ საქველმოქმედო კამპანიებისა და ორგანიზაციების რამდენიმე ბმული:
- უკრაინის წითელი ჯვარი
- უკრაინული ორგანიზაციის Voices of Children (ბავშვთა ხმები), რომლებიც ომით დაზარალებულ ბავშვებს ეხმარება. მათი დონაციის გვერდია ეს;
- უკრაინის ეროვნული ბანკის მიერ შექმნილი სპეციალური ანგარიში, რომლითაც უკრაინელი სამხედროებისთვის თანხების გადარიცხვა შეგიძლიათ;
- უკრაინული ორგანიზაციის „Razom“ დონაციის გვერდი;
- უკრაინაში მომუშავე ჟურნალისტების დასახმარებლად სპეციალური კამპანია შექმნა გამოცემამ The Fix Media-მ, რომელსაც სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაც უერთდება. დონაციების შეგიძლიათ გადაგზავნოთ აქ.
საერთაშორისო ორგანიზაციები, სადაც თანხის გადარიცხვა შეგიძლიათ:
- საერთაშორისო ორგანიზაცია – People In Need-ის დონაციის გვერდი;
- გაეროს ბავშვთა ფონდის დონაციის გვერდი;
- Nova Ukraine – საქველმოქმედო ორგანიზაცია უკრაინელთა დასახმარებლად
- გაეროს ლტლოვილთა უმაღლესი კომისარიატის მიერ შექმნილი დონაციის გვერდი;
- საერთაშორისო ორგანიზაცია OutRight Action International – უკრაინაში ლგბტქი+ თემის დასახმარებლად;
- გაეროს სასურსათო პროგრამა – World Food Programme
- ორგანიზაციის „ექიმები საზღვრების გარეშე“ დონაციის გვერდი.
ომში მყოფი უკრაინის მოქალაქეებისთვის დახმარება შეგიძლიათ მიიტანოთ უკრაინის საელჩოშიც:
უკრაინის საელჩო საქართველოში:
მისამართი: ჭავჭავაძის 96-გ
ტელ: 032 231 11 61
email: emb_ge@mfa.gov.ua








