ახალი ამბები

რა ზიანი მიადგა უკრაინისა და რუსეთის ჯარებს — 3 მარტის მონაცემები

3 მარტი, 2022 • 14797
რა ზიანი მიადგა უკრაინისა და რუსეთის ჯარებს — 3 მარტის მონაცემები

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა და რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ერთმანეთის დანაკარგების შესახებ ინფორმაცია განაახლეს, რომელიც ომის დაწყების დღიდან, 24 თებერვლიდან, 3 მარტის დილამდე პერიოდს მოიცავს.

უკრაინის შეიარაღებული შტაბის მონაცემებით, 24 თებერვლიდან დღემდე უკრაინელებმა მოწინააღმდეგეს გაუნადგურეს ან დაუზიანეს:

  • 217 ტანკი
  • 900 საბრძოლო ჯავშანტექნიკა
  • 42 RSV / MLRS
  • 11 საზენიტო საბრძოლო სისტემა
  • 30 თვითმფრინავი
  • 31 ვერტმფრენი
  • 374 საავტომობილო აღჭურვილობა
  • 2 მსუბუქი ჩქაროსნული კატარღა
  • 60 საწვავის ავზი
  • 3 უპილოტო საფრენი აპარატი

უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, მიმდინარეობს მონაცემების განახლება. უწყება განმარტავს, რომ გამოთვლას საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობა ართულებს.

რაც შეეხება რუსეთის მხარეს, ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ უკრაინაში შეჭრის დღიდან დღემდე რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინის სამხედრო ინფრასტრუქტურის 1 612 ობიექტს დაარტყეს. მათ შორის:

  • უკრაინის შეიარაღებული ძალების 54 სამეთაურო პუნქტი და საკომუნიკაციო ცენტრი
  • 39 S-300
  • Buk M-1
  • Osa საზენიტო სარაკეტო სისტემები
  • 52 სარადარო სადგური

რუსეთის განცხადებით, განადგურდა:

  • 49 თვითმფრინავი ადგილზე და 13 თვითმფრინავი ჰაერში
  • 606 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 67 MLRS
  • 227 საველე საარტილერიო სამაგრი და ნაღმტყორცნები
  • 405 ერთეული სპეციალური სამხედრო მანქანა
  • 53 უპილოტო საფრენი აპარატი

მასალების გადაბეჭდვის წესი