ახალი ამბები

რომან აბრამოვიჩი „ჩელსის“ ყიდის

2 მარტი, 2022 • 995
რომან აბრამოვიჩი „ჩელსის“ ყიდის

„ჩელსის“ მფლობელი რომან აბრამოვიჩი ამბობს, რომ კლუბის გაყიდვას გეგმავს.

პრემიერ ლიგის კლუბის ვებსაიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ის ამბობს, რომ არ ითხოვს „არანაირი სესხის დაფარვას“ და გაყიდვიდან შემოსული სუფთა მოგება „გადაეცემა უკრაინის ომის მსხვერპლებს“.

ოთხშაბათს, უფრო ადრე, მილიარდერმა ჰანსიორგ უისმა განუცხადა შვეიცარიულ გაზეთ Blick-ს, რომ მას შესთავაზეს დასავლეთ ლონდონის კლუბის ყიდვის შესაძლებლობა.

BBC-ის ცნობით, მანამდე მილიარდერმა ჰანსიორგ უისმა შვეიცარიულ გაზეთ Blick-ს განუცხადა, რომ მას შესთავაზეს ლონდონის კლუბის ყიდვა. უისმა თქვა, რომ აბრამოვიჩს სურდა “ჩელსის სწრაფად მოშორება” მას შემდეგ, რაც სანქციების საშიშროება წამოიჭრა.

BBC წერს, რომ 55 წლის აბრამოვიჩს, სავარაუდოდ, მჭიდრო კავშირები აქვს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან, რასაც ის უარყოფს.

რუსი ოლიგარქი, ინგლისური საფეხბურთო კლუბის, „ჩელსის“ მფლობელი რომან აბრამოვიჩი, კლუბის მმართველობას რამდენიმე დღის წინ ჩამოშორდა.

რომან აბრამოვიჩმა „ჩელსი“ 2003 წელს შეიძინა, ქონება კი 1990-იან და 2000-იან წლებში დააგროვა. იყო რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატი და ჩუკოტკის ოლქის გუბერნატორი. გაერთიანებული სამეფოს რიგ პოლიტიკოსთა განცხადებით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო დაწესებული სანქციები მასაც უნდა შეეხოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი