ახალი ამბები

ხერსონი რუსეთს არ აუღია, ბრძოლები გრძელდება – კიევი

2 მარტი, 2022 •
ხერსონი რუსეთს არ აუღია, ბრძოლები გრძელდება – კიევი

უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი აცხადებს, რომ რუსეთს უკრაინის სამხრეთით მდებარე ქალაქი ხერსონზე კონტროლი არ მოუპოვებია და ქუჩებში ბრძოლები კვლავ მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

“ქალაქი არ დაცემულა, ჩვენი მხარე დაცვას აგრძელებს”, – თქვა ოლექსი არესტოვიჩმა.

დღეს, 2 მარტს, დილის საათებში რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა თქვა, რომ ხერსონის ოლქის ცენტრი მათი სრული კონტროლის ქვეშაა.

მასალების გადაბეჭდვის წესი