გაერთიანებული სამეფო რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს აწესებს, მათ შორის ბრიტანულ პორტებში რუსული გემები შესვლას ვეღარ შეძლებენ.
ინფორმაციას CNN ავრცელებს.
„დიდი ბრიტანეთის პორტებში რუსული გემების აკრძალვა და ახალი ეკონომიკური სანქციები რუსეთის ფინანსური ინსტიტუტების, მათ შორის მისი ცენტრალური ბანკის წინააღმდეგ, ჩვენს მოკავშირეებთან მჭიდრო კოორდინაციით, დააზიანებს რუსეთის ეკონომიკას და ხელს შეუწყობს პუტინის დამარცხებას“, – განაცხადა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლიზ ტრუსმა.
რამდენიმე დღის წინ, ახალი სანქციების ფარგლებში, საფრანგეთმა დააკავა რუსული სატვირთო გემი.