ახალი ამბები

ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი: საქართველოს მთავრობავ, иди на хуй!

1 მარტი, 2022 • 4825
ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი: საქართველოს მთავრობავ, иди на хуй!

ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი ტომას ჰენდრიკ ილვესი ტვიტერზე აზიარებს პოსტს,  წარწერით “საქართველოს მთავრობავ, иди на хуй!”.

ასე ეხმაურება ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი ტვიტს, რომელიც საქართველოს ხელისუფლების მიერ უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის დადანაშაულებას ეხება:

„საქართველოს მთავრობა გამოდის და ადანაშულებს ზელენკის, “დესტრუქციულ” ოპოზიციას კი ქვეყნის “ომში ჩათრევის” მცდელობაში სდებს ბრალს. უკრაინის მთავრობისთვის დარტყმა ასეთ მძიმე დროს ძალიან შემაშფოთებელი ნაბიჯია”, – წერს ანი ჩიკვილაძე ტვიტერში, ილვესი კი პასუხობს: „პერიფრაზი რომ გავაკეთო, საქართველოს მთავრობავ иди на хуй!“.

“ქართულ ოცნებაში” ფიქრობენ, რომ უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ საქართველოდან ელჩის გაწვევა მიანიშნებს მცდელობაზე, საქართველო ომში ჩაებას. პარტიაში ომში ჩაბმის ტოლფასად განიხილავენ უკრაინაში ქართველი მოხალისეების წასვლის ნებართვასაც.

ელჩის გაწვევას “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მიუღებელ, გაუმართლებელ გადაწყვეტილებას უწოდებს და ზემოხსნებულ მცდელობაზე საუბრობს.

“არის ერთგვარი კოორდინირებული მცდელობა, რომ საქართველო იყოს ჩართული პირდაპირი ფორმით სამხედრო კონფლიქტში: აქ, საქართველოში… და უკრაინის ხელისუფლების ეს ძალიან სამწუხარო გადაწყვეტილება — რბილად ვამბობ – არის ამ კოორდინირებული მოქმედების გამოხატულება”.

კობახიძის თქმით, არ სურს, ვინმემ მის ნათქვამს მისცეს ინტერპრეტაცია, რომ ზემოხსენებული კოორდინაცია უკრაინის პრეზიდენტსა და “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” შორის არსებობს. მისი სიტყვებით, ეს ასე არაა, “მაგრამ საქართველოში ამ კოორდინაციის ნაწილი არის ის პოლიტიკური ძალა, რომელიც ყოველთვის იყო შემჩნეული ღალატში საქართველოში და ეს არის „ნაციონალური მოძრაობა”.

მასალების გადაბეჭდვის წესი