ახალი ამბები

ელჩის გაწვევა, როცა ჩვენი ელჩი უკრაინაშია ტყვიების ქვეშ, დამატებით კითხვებს წარმოშობს – ვოლსკი

1 მარტი, 2022 • 1342
ელჩის გაწვევა, როცა ჩვენი ელჩი უკრაინაშია ტყვიების ქვეშ, დამატებით კითხვებს წარმოშობს – ვოლსკი

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოკლსკი ამბობს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ საქართველოდან ელჩის გაწვევა კითხვებს იწვევს მაშინ, როცა საქართველოს ელჩი საომარი მოქმედების დროს უკრაინაში რჩება.

ვოლსკის კითხვები აქვს იმასთან დაკავშირებითაც, ელჩის გაწვევის გადაწყვეტილება თავად ზელენსკიმ მიიღო თუ ვინმემ შექმნილი სიტუაციით ისარგებლა.

„უკრაინამ ელჩი გაიწვია კონსულტაციებისთვის და, მე დარწმუნებული ვარ, ამ კონსულტაციების დროს განიხილება შემდეგი ფაქტორები: საქართველოს ათასობით მოქალაქე აბარებს სისხლს და კიდევ გროვდება დამატებითი ჰუმანიტარული დახმარება უკრაინელი ხალხისთვის; საქართველო იმყოფება ტანკის ლულის სამიზნე მდგომარეობაში და ათასობით მოქალაქე არის მძევალი დღეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე; ეკონომიკურ სანქციებზე საუბრებამდე ჩვენ შეგვიძლია ვილაპარაკოთ მძლავრ პოლიტიკურ მხარდაჭერაზე, რაც ყველა საერთაშორისო ფორუმზე გააკეთა საქართველოს ხელისუფლებამ მარტო, სხვა პოლიტიკური სუბიექტების და დელეგაციების წარმომადგენლების გარეშე. ამ ვითარებაში გაწვევა ელჩის მაშინ, როცა ჩვენი ელჩი იქ არის ტყვიების ქვეშ, დამატებით კითხვებს წარმოშობს და დიდი იმედი მაქვს, ამ კონსულტაციების დროს გაეცემა ყველაფერს ამომწურავი პასუხი[…]

რასაკვირველია, კითხვები ჩნდება, ზელენსკის მიერ არის ეს გადაწყვეტილება მიღებული თუ ამ მძიმე მდგომარეობაში შექმნილი ვითარებით ისარგებლა ვიღაცამ და პროვოკაცია მოახდინა ჩვენი და უკრაინის დაპირისპირების რაღაც ელემენტის შემოტანით“, – განაცხადა ვოლსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოდან ელჩი – იგორ დოლგოვი დღეს გაიწვია.

„მოხალისეების არგამოშვებისა და სანქციებთან დაკავშირებით ამორალური პოზიციის გამო“, – ამბობს ვოლოდიმირ ზელენსკი.

მასალების გადაბეჭდვის წესი