ახალი ამბები

ბერა: მინდა სოლიდარობა გამოვუცხადო უკრაინელ ხალხს, ვლოცულობ თქვენთვის

1 მარტი, 2022 • 1790
ბერა: მინდა სოლიდარობა გამოვუცხადო უკრაინელ ხალხს, ვლოცულობ თქვენთვის

ბიძინა ივანიშვილის შვილი ბერა ივანიშვილი ინსტაგრამზე უკრაინას სოლიდარობას უცხადებს:

„მინდა სოლიდარობა გამოვუცხადო ჩემს ძვირფას უკრაინელ ხალხს. ჩვენ 2008 წელს გამოვიარეთ ომი და ვიცით, რომ ამაზე დიდი ტრაგედია არ არსებობს. ვლოცულობ თქვენთვის“, – წერს ბერა ივანიშვილი ინსტაგრამზე.

დღეს, 1 მარტს მეექვსე დღეა მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის არმია განუწყვეტლივ უტევს უკრაინას როგორც სახმელეთო, ისე საჰაერო და საზღვაო გზებით. რუსეთის შეჭრას ასეულობით მშვიდობიანი მოქალაქე და სამხედრო ემსხვერპლა. ინტენსიურად იბომბება უკრაინის ქალაქები.

მასალების გადაბეჭდვის წესი

საქართველოში აპირებდნენ კანონის მიღებას „აგენტების“ შესახებ.
მსგავსმა კანონმა პუტინის რუსეთში ფაქტობრივად გააქრო კრიტიკული მედია.
ამ კანონის მიზანი იყო საქართველოში მოქმედი იმ მედია ორგანიზაციების “გაშავება”, რომლებიც აკრიტიკებენ ხელისუფლებას.