ახალი ამბები

სახელმწიფო ღალატისთვის გადადგეს ღარიბაშვილი – მწერლები და გამომცემლები

1 მარტი, 2022 • 2481
სახელმწიფო ღალატისთვის გადადგეს ღარიბაშვილი – მწერლები და გამომცემლები

ქართველი მწერლებისა და გამომცემლების ნაწილი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომას მოითხოვს. მათი თქმით, ეს უკანასკნელი არ წარმოადგენს ხალხის ნებასა და ინტერესებს.

მწერალთა და გამომცემელთა განცხადებაში ვკითხულობთ:

“ქართველი მწერლები და გამომცემლები მოვითხოვთ სახელმწიფო ინტერესების ღალატისთვის, ამორალური განცხადებებისა და ქმედებების გამო, სასწრაფოდ გადადგეს თანამდებობიდან საქართველოს პრემიერ-მინისტრი!

ამ უმძიმეს ვითარებაში დაუშვებელია ჩვენს ქვეყანას წარმოადგენდეს ადამიანი, რომელიც არ გამოხატავს ხალხის ნებასა და ინტერესებს!
დიდება თავისუფლებას!

დიდება საქართველოს!

დიდება უკრაინას!”

განცხადებას ხელს აწერენ:

ირაკლი კაკაბაძე (იაკი კაბე);
ზაალ ანდრონიკაშვილი;
დიანა ანფიმიადი;
ბექა ქურხული;
გიორგი არაბული;
ბელა ჩეკურიშვილი;
ვასო გულეური;
Toresa Mossy;
თამთა მელაშვილი;
ნესტან ნენე კვინიკაძე;
ნატო ალხაზიშვილი;
ქეთი ქანთარია;
თორნიკე ჭელიძე;
ნათია გიორგაძე;
ნუკა ღამბაშიძე;
გიორგი შონია;
ნიკა ლაშხია;
ნინია მაჭარაშვილი;
ხათუნა თავდგირიძე;
რატი მუჯირი;
გვანცა ჯობავა;
მანანა მათიაშვილი;
ლექსო ქურხული;
თინა მამულაშვილი;
ზვიად კვარაცხელია;
მაია კუდავა;
მაკა კასრაძე;
მაია ლიპარტელიანი;
დათო გორგილაძე;
იუნონა გურული;
ირინე ჭოღოშვილი;
ნინია სადღობელაშვილი;
ზურა პოპიაშვილი;
პაატა შამუგია;
სოფიო კუბლაშვილი;
კატო ჯავახიშვილი;
ქეთი ნიჟარაძე;
რუსუდან რუხაძე;
ნანა აბულაძე;
თეონა დოლენჯაშვილი;
რეზო გეთიაშვილი;
ნიკა ჩერქეზიშვილი;
ლუკა ბაქანიძე;
სოსო მეშველიანი;
შორენა ლებანიძე;
ანა მილაშვილი;
დალილა გოგია;
ოთარ ჯირკვალიშვილი;
მარიამ წერეთელი;
ზაზა კოშკაძე;
არჩილ ქიქოძე;
ნანა გოგოლაშვილი;
მიხეილ ციხელაშვილი;
მაკა ლდოკონენი;
თეონა ჭანიშვილი;
ლანა კალანდია;
ალექსანდრე ლორთქიფანიძე;
ეკატერინე ტოგონიძე;
თამარ კვიჟინაძე;
თემურ ჩხეტიანი;
ინა კულიშოვა;
ნანა აკობიძე;
ლელა ცუცქირიძე;
გიორგი ჩუთლაშვილი;
თაკო ფოლადაშვილი;
მაია დონაძე;
ანა კოპალიანი;
მათე სარალიშვილი;
მაია ალუდაური;
ბოსო სოლომანაშვილი;
ლელა კოდალაშვილი;
გიორგი კაკაბაძე;
ლადო კილასონია;
თორნიკე სიბაშვილი;
ნატო დავითაშვილი;
დარეჯან კიკოლიაშვილი;
გია გოკიელი;
გიორგი ხარაიშვილი;
თამრი ფხაკაძე;
ბათუ დანელია;
ირინა ტაბაღუა;
ჯერი ძუარი;
მაია ბადრიძე;
ანა ჯავახიშვილი;
ლელა დუმბაძე;
ბესო ხვედელიძე;
ნინო სურამელაშვილი;
ლევან ბერძენიშვილი;
მარინა ცხადაია

დღეს, პირველ მარტს,უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოდან ელჩი გაიწვია. მიზეზად მან “მოხალისეების არგამოშვებისა და სანქციებთან დაკავშირებით ამორალური პოზიცია” დაასახელა.

მე-6 დღეა, რუსეთის არმია განუწყვეტლივ უტევს უკრაინას როგორც სახმელეთო, ისე საჰაერო და საზღვაო გზებით. რუსეთის შეჭრას ასეულობით მშვიდობიანი მოქალაქე და სამხედრო ემსხვერპლა. ინტენსიურად იბომბება უკრაინის ქალაქები.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დასძინა, რომ ქვეყანა არ შეუერთდება დასავლეთის მიერ რუსეთისთვის უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული ომის გამო დაწესებულ სანქციებს, 28 თებერვალს კი ისიც თქვა, რომ უკრაინაში ომის გამჩერებელი არავინ არის და სანქციები კი არ მუშაობს.

ამავე პერიოდში, „ანტისაოკუპაციო მოძრაობა – ძალა ერთობაშიას“ დამფუძნებელმა დავით ქაცარავამ დაწერა, რომ გააუქმეს რეისი, რომლითაც ქართველი მოხალისეები უკრაინაში უნდა ჩასულიყვნენ. უკრაინის პრემიერმა ღარიბაშვილს მოუწოდა, მოხალისეებისთვის თბილისიდან კიევისკენ ფრენის უფლება მიეცა, თუმცა უშედეგოდ.

მასალების გადაბეჭდვის წესი