ახალი ამბებიკომენტარი

ნინო წილოსანი: უკრაინის ელჩის გაწვევა გაუგებარი გადაწყვეტილებაა

1 მარტი, 2022 •
ნინო წილოსანი: უკრაინის ელჩის გაწვევა გაუგებარი გადაწყვეტილებაა

“ქართული ოცნების” დეპუტატი ნინო წილოსანი აცხადებს, რომ გაუგებარია ვოლოდიმირ ზელენსკის გადაწყვეტილება ელჩის გაწვევის შესახებ.

“მართალი გითხრათ, გაუგებარი გადაწყვეტილებაა. ბევრი ფაქტორიდან გამომდინარე”, – აღნიშნა დეპუტატმა.

“ნეტგაზეთის” დამაზუსტებელ კითხვას,  დაესახელებინა რამდენიმე ფაქტორი, მან ასე უპასუხა:

“ბევრი არის და შეიძლება დრო არ გვეყოს.”

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოდან ელჩი – იგორ დოლგოვი დღეს გაიწვია.

„მოხალისეების არგამოშვებისა და სანქციებთან დაკავშირებით ამორალური პოზიციის გამო“, – ამბობს ვოლოდიმირ ზელენსკი.

მასალების გადაბეჭდვის წესი