პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ენმ-ის წევრ დავით ხაჯიშვილს, რომელიც პლენარულ სხდომაზე სიტყვით უკრაინულად გამოვიდა, მოუწოდა, რომ ქართულად ელაპარაკა, რადგან კონსტიტუციით საქართველოს ენა ქართულია.

დავით ხაჯიშვილმა უკრაინულად სიტყვა უკრაინელების მხარდაჭერის ნიშნად წარმოთქვა, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის ფონზე.

„ბატონო დავით, როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ, მინდა მოგმართოთ, რომ საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს სახელმწიფო ენა არის ქართული და ამიტომ, თუ გსურთ, დააფიქსიროთ პატივისცემა სხვა სახელმწიფოს მიმართ, უპირველეს ყოვლისა, პატივი უნდა სცეთ საკუთარ სახელმწიფოს და სახელმწიფო ენას. საქართველოს პარლამენტში სამუშაო ენა არის ქართული, ამიტომ მოგიწოდებთ, რომ სხვა შემთხვევაშიც და ზოგადად, ქართულად უნდა მიმართოთ, იმიტომ, რომ თქვენ გისმენენ საქართველოს მოქალაქეები“, – განაცხადა პაპუაშვილმა.