ახალი ამბები

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი თბილისში

8 აგვისტო, 2011 • 1012
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი თბილისში

დღეს, 9 მარტს, თბილისს  ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ჟუაო ბაროსო სუარესი ეწვია.

სუაროსი ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, ალექსანდრე ნალბანდოვს, სახელმწიფო მინისტრს ევროატლანტიკურ საკითხებში, გიორგი ბარამიძეს, საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელძღვანელს, გიორგი წერეთელს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს და ლტოლვილთა და განსახლების მინისტრს, კობა სუბელიანს შეხვდება. ვიზიტის დროს, სუარესი სუბელიანთან ერთად წეროვანის დასახლებასაც მოინახულებს.

ჟუაო სუარესის ვიზიტის მიზანი, საქართველოს კონფლიქტურ რეგიონებში არსებული სიტუაციისა და ქვეყნის ამ კონფლიქტური ზონების მიმართ სტრატეგიის განიხილვაა.

კავკასიაში ვიზიტი ეუთომ საქართველოდან დაიწყო. საქართველოს შემდეგ, ეუთოს დელეგაცია სომხეთს, შემდეგ კი აზერბაიჯანს ეწვევა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი