“ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მადლობას უხდის საქართველოს მოქალაქეებს უკრაინისთვის მხარდაჭერის გამოხატვისთვის.
კობახიძის თქმით, ქართველი და უკრაინელი ხალხის მეგობრობას ძალიან განგრძლივი ისტორია და განსაკუთრებული ემოციური კავშირი აქვს და, შესაბამისად, მათი ტკივილი, ბუნებრივია, განსაკუთრებულად სტკენს გულს.
“სწორედ ამის გამოხატულებაა ის განსაკუთრებული სოლიდარობა, რომელიც აჩვენა ქართველმა ხალხმა და, რა თქმა უნდა, ჩვენს საზოგადოებას, ხალხს განსაკუთრებული მადლობა უნდა გადავუხადოთ ამ სოლიდარობის უპრეცედენტო მაგალითისთვის”, – განაცხადა კობახიძემ.