ახალი ამბები

ჩვენ უკრაინაზე წინ ვართ… ასე რომ, მიგვიღებენ – დეპუტატი წაქაძე EU-ზე

1 მარტი, 2022 • 3343
ჩვენ უკრაინაზე წინ ვართ… ასე რომ, მიგვიღებენ – დეპუტატი წაქაძე EU-ზე

“ქართული ოცნების” წევრი, დეპუტატი ბეჟან წაქაძე აცხადებს, რომ საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების კუთხით უკრაინასა და მოლდოვაზე წინაა და ქვეყანას ევროკავშირში მიიღებენ.

“ყველაზე წინ ვართ ჩვენ, მოლდოვასთანაც და უკრაინასთანაც. ყველა საშინაო დავალება შესრულებული გვაქვს, ასე რომ, მიგვიღებენ”, – განაცხადა ბეჟან წაქაძემ.

28 თებერვალს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა უკრაინის განაცხადს ევროკავშირის წევრობაზე. ჯერჯერობით უცნობია, აპირებს თუ არა საქართველო მიმართოს EU-ს წევრობის განაცხადით.

ამ თემაზე გირჩევთ

უკრაინა ევროკავშირის კართან — საქართველოსთან ერთად თუ მის გარეშე?

მასალების გადაბეჭდვის წესი