გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ცნობით, უკრაინაში რუსეთის ფედერაციის შეჭრის გამო ქვეყანა 520 000-მდე ადამიანმა დატოვა.

გაეროს UNHCR-ის წარმომადგენელმა, უმაღლესმა კომისარმა ლტოლვილთა საკითხებში, ფილიპო გრანტიმ განაცხადა, რომ 520 000 ადამიანიდან:

  • 280 000-მა თავი შეაფარა პოლონეთს
  • 94 000-მა – უნგრეთს
  • 40 000-მა – მოლდოვას
  • 34 000-მა – რუმინეთს
  • 30 000-მა – სლოვაკეთს

მისი თქმით, ათიათასობით ადამიანი უკვე ევროპის სხვა ქვეყნებშია, გარკვეული ნაწილი კი რუსეთის ფედერაციაშიც იმყოფება.