ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, პირველი მარტიდან უცხოელებს, რომლებიც უკრაინაში რუსეთის შეჭრის წინააღმდეგ საბრძოლველად ჩავლენ, ვიზა არ დასჭირდებათ.

ზელენსკის სიტყვებით, სავიზო შეზღუდვა უქმდება იმ უცხოელებისთვის, რომელთაც სურთ, გაწევრიანდნენ „უკრაინის ინტერნაციონალური თავდაცვის ლეგიონში“.