ახალი ამბები

ცუკერბერგის „მეტა“ ევროპაში RT-სა და „სპუტნიკზე“ წვდომას კრძალავს

1 მარტი, 2022 • 1316
ცუკერბერგის „მეტა“ ევროპაში RT-სა და „სპუტნიკზე“ წვდომას კრძალავს

კორპორაცია „მეტა“, რომელიც ფეისბუკსა და ინსტაგრამს ფლობს, აცხადებს, რომ რუსულ სამთავრობო მედიებს, „სპუტნიკსა“ და RT-ს (ყოფილ Russia Today-ს) ევროკავშირის ტერიტორიაზე აუდიტორიაზე წვდომას უკრძალავს.

რუსული სამთავრობო და პროსამთავრობო მედიასაშუალებები რუსეთის მთავრობის პროპაგანდისტულ გზავნილებს კრიტიკის გარეშე ავრცელებენ უკრაინასთან დაკავშირებით.

ამასთან, ისინი არ ახსენებენ სიტყვა „ომს“ და უკრაინაში შეჭრას მოიხსენიებენ, როგორც „სპეცოპერაციას“. ამ ტრენდს მხოლოდ რამდენიმე რუსული გამოცემა/მედია არ მისდევს.

26 თებერვალს კი ფეისბუკმა რუსულ სამთავრობო მედიასაშუალებებს საკუთარ პლატფორმებზე რეკლამების განთავსება აუკრძალა [ტვიტერმა მსგავსი გადაწყვეტილება 2017 წელს მიიღო].

„ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და მასობრივი კომუნიკაციების ზედამხედველობის ფედერაციული სამსახურის“, Роскомнадзор-ის ცნობით, 25 თებერვლიდან რუსეთში ფეისბუკზე წვდომა შეიზღუდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი