ახალი ამბებიტექნოლოგიები

მარკ ცუკერბერგი კონგრესის წინაშე წარდგება

9 ოქტომბერი, 2019 • 17080
მარკ ცუკერბერგი კონგრესის წინაშე წარდგება

კომპანია „Facebook“-ის გენერალური დირექტორი მარკ ცუკერბერგი 23 ოქტომბერს კონგრესის წინაშე წარდგება. „Fox Business“ წერს, რომ ცუკერბერგს წარმომადგენელთა პალატის ფინანსური მომსახურებების კომიტეტი მოუსმენს მისი თავმჯდომარის, მაქსინ უოტერსის მოთხოვნის საფუძველზე.

სესიას ეწოდება „Facebook-ის გამოცდა და მისი გავლენა ფინანსურ მომსახურებებსა და საცხოვრებელი სახლების ბაზარზე“.

„Fox Business“ წერს, რომ კომიტეტი ძირითადად დაინტერესებულია „Facebook“-ის გეგმის მიხედვით კრიპტოვალუტების ბაზარზე ახალი პროდუქტით გასვლაზე, რომელსაც „Libra“ ეწოდება.   ივლისში მაქსინ უოტერსმა უკვე მიიღო მონაწილეობა ამ საკითხის  განხილვაში და ისაუბრა კანონპროექტზე, რომელიც უფლებას არ მისცემდა ტექნოლოგიურ კომპანიებს, ფინანსურ სექტორში ჩარეულიყვნენ. ამგვარად, „Facebook“ და მსგავსი ორგანიზაციები ვერ შეძლებენ აშშ-ში ფინანსურ ინსტიტუტებად დარეგისტრირდნენ. 

„Fox Business“-თან საუბარში, „Facebook“-ის პრეს-სპიკერმა განაცხადა, რომ „მარკი [ცუკერბერგი] მოუთმენლად ელის პალატის ფინანსური მომსახურების კომიტეტთან შეხვედრას და კანონმდებლების კითხვებზე პასუხის გაცემას“.


ავტორი: ნიკა ბურდული

მასალების გადაბეჭდვის წესი