“სამარცხვინო პოზიციით მოძრაობთ და წაგებული რუსეთის მხარეს ხართ”, – ამ სიტყვებით მიმართა “ქართული ოცნების” წევრებს “გირჩის” წევრმა იაგო ხვიჩიამ ბიუროს სხდომაზე.
ხვიჩიას ამ განცხადებას ბიუროზე ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. “ოცნების” წევრმა მიხეილ ყაველაშვილმა “გირჩს” “არაკაცების პარტია” უწოდა.
“ჩემი აზრით, ჩვენი პრემიერის განცხადება და ზოგადად, ეს პოზიცია, რომელიც “ქართულ ოცნებას” უჭირავს პრემიერის სახით, დარწმუნებული ვარ, ყველას ეს პოზიცია არ გაქვთ, ძალიან საშიშია იმის გათვალისწინებით, ამ ბრძოლას რუსეთი არ იგებს.
როცა მთელმა მსოფლიომ იცის, რომ აგებს ბრძოლას და იძახით, სანქციები არ მუშაობს, უკრაინა მარტოა და ა.შ. გამოდის, რომ ჩვენ ვგულშემატკივრობთ არასწორ მხარეს და არასწორი მხარის გულშემატკივრობა არის ძალიან საშიში”, – განაცხადა ხვიჩიამ.