ახალი ამბები

ავიამიმოსვლა საქართველო–რუსეთს შორის

8 მარტი, 2010 • 1217
ავიამიმოსვლა  საქართველო–რუსეთს შორის

„რიგი ტექნიკური პრობლემების მოგვარების შემდეგ, რუსეთი მზად იქნება საქართველოსთან პირდაპირი ავია მიმოსვლის შესახებ ილაპარაკოს“,–განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დღეს, 8 მარტს.

ეს საპასუხო განცხადება რუსეთმა მას შემდეგ გააკეთა, რაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ  ნინო კალადაძემ, დღევანდელი ბრიფინგის დროს განაცხადა, რომ საქართველო მზადაა განაახლოს საჰაერო მიმოსვლა რუსეთთან, თუმცა პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ქვეყნებს შორის ავია მიმოსვლა, სწორედ რუსეთის ინიციატივით შეწყდა და მხოლოდ მათ შეუძლიათ ამ საკითხის გადაწყვეტა.

კალანდაძის თქმით, თუკი რუსეთის ხელისუფლებიდან ოფიციალურად მიმართავენ თბილისის, შვეიცარიის საკონსულოს მეშვეობით, რომ ქვეყნებს შორის აღდგება ავია მიმოსვლა, მაშინ ქართული მხარე ამ საკითხს უახლოეს პერიოდში მოაგვარებს.

პირდაპირი რეისები თბილისსა და მოსკოვს შორის 2006 წლის შემდეგ, ქვეყნებს შორის პოლიტიკური ურთიერთობების გამწვავების შემდეგ გაუქმდა. 2008 წელს, ავია მიმოსვლა რამდენიმე ხნით აღდგა, თუმცა 2008 წლის აგვისტოს მოვლენების შემდეგ ისევ შეწყდა. პირველი პირდაპირი ჩარტერული რეისები კი, თბილისი–მოსკოვი–თბილისი  რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს გადაწყვეტილებით  მიმდინარე წლის 10 იანვარს შესრულდა.

თუმცა ეს რეისები, თბილისსა და მოსკოვს შორის მუდმივი ავია მიმოსვლის საწინდარი არ გამხდარა.

2009 წლის დეკემბერში რუსეთის პრეზიდენტმა, დიმიტრი მედვედევმა თავისი ერთ–ერთი  განაცხადების დროს აღნიშნა, რომ, ის არანაირ დაბრკოლებას არ ხედავდა პირდაპირი რეისების განხორციელებისთვის. ამავე დროს, ის იმედოვნებდა, რომ დადგება დრო, როცა რუსეთსა და საქართველოს შორის  სავიზო რეჟიმიც გაუქმდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი