ახალი ამბები

რუსეთმა დაბლოკა ვებგვერდი, რომელიც დაღუპული სამხედროების ამოსაცნობად შეიქმნა – BBC

28 თებერვალი, 2022 • 3048
რუსეთმა დაბლოკა ვებგვერდი, რომელიც დაღუპული სამხედროების ამოსაცნობად შეიქმნა – BBC

რუსეთის კომუნიკაციების საზედამხედველო ორგანომ, როსკომნადზორმა დაბლოკა უკრაინული ვებგვერდი, სადაც უკრაინაში დაღუპული და ტყვედ ჩავარდნილი სამხედროების შესახებ იწერება, რათა მათი ამოცნობა ახლობლებმა შეძლონ. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.

ვებგვერდი უკრაინის მთავრობამ 26 თებერვალს შექმნა. უკრაინული მხარის მიერ გავრცელებული ბოლო ცნობების მიხედვით, 24 თებერვლიდან დღემდე, მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, ჯამში, 4 300 რუსი სამხედრო დაიღუპა. რუსეთს კი ამ დრომდე არ გაუვრცელებია ინფორმაცია რუსულ მხარეს დაღუპულ სამხედროთა რაოდენობის შესახებ.

რუსეთი 24 თებერვალს, გამთენიისას შეიჭრა უკრაინაში და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. შეჭრას წინ უძღოდა რუსეთის პრეზიდენტის მიერ უკრაინის სეპერატისტული დონბასის და ლუგანსკის დამოუკიდებლობის აღიარება.

ბრძოლა კიევისთვის – მე-4 დღე რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან [განახლებადი]

მასალების გადაბეჭდვის წესი