ახალი ამბები

Silknet-ზე კრემლის პროპაგანდისტული არხების ნაწილი გათიშულია

28 თებერვალი, 2022 • 1224
Silknet-ზე კრემლის პროპაგანდისტული არხების ნაწილი გათიშულია

Silknet-ზე კრემლის პროპაგანდისტული არხების ნაწილი გათიშულია.

ინფორმაცია ამის შესახებ „ნეტგაზეთს“ კომპანიაში დაუდასტურეს, თუმცა უცნობია, ეს ტექნიკური ხარვეზია თუ კომპანიის გადაწყვეტილება.

განახლება: მოგვიანებით, კომპანიიდან ნეტგაზეთს დაუკავშირდნენ და განუცხადეს, რომ აღნიშნული არხები ტექნიკური მიზეზით გაითიშა და ამჟამად მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები.

რუსეთი 24 თებერვალს, გამთენიისას შეიჭრა უკრაინაში და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. შეჭრას წინ უძღოდა რუსეთის პრეზიდენტის მიერ უკრაინის სეპერატისტული დონბასის და ლუგანსკის დამოუკიდებლობის აღიარება.

ბრძოლა კიევისთვის – მე-4 დღე რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან [განახლებადი]

 

მასალების გადაბეჭდვის წესი