ახალი ამბები

საპროტესტო აქციებზე რუსეთში 4 დღეში 6 000-მდე ადამიანი დააკავეს

28 თებერვალი, 2022 • 1258
საპროტესტო აქციებზე რუსეთში 4 დღეში 6 000-მდე ადამიანი დააკავეს

ომის გასაპროტესტებლად გამართულ აქციებზე რუსეთის მასშტაბით 4 დღეში 6 000-მდე ადამიანი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ CNN ავრცელებს OVD-Info-ზე დაყრდნობით.

გამოცემა წერს, რომ მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე, მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, საპროტესტო აქციებზე, ჯამში, 5 794 ადამიანი დააკავეს.

CNN აღნიშნავს, რომ დღეს 3 საათისთვის არსებული მონაცემებით, მხოლოდ მოსკოვში 1 225 ადამიანი იყო დაკავებული. რუსეთის დედაქალაქის გარდა აქციები კიდევ 50 ქალაქში გაიმართა.

გამოცემა აღნიშნავს, რომ რუსული კანონმდებლობით, აქციის გასამართად სპეციალური ნებართვაა საჭირო და ამის შესახებ განცხადების გაკეთება 15-10 დღით ადრე უნდა მოხდეს. არასანქცირებულ აქციაში მონაწილეობა კი ჯარიმით ან პატიმრობით ისჯება.

რუსეთი 24 თებერვალს, გამთენიისას შეიჭრა უკრაინაში და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. შეჭრას წინ უძღოდა რუსეთის პრეზიდენტის მიერ უკრაინის სეპერატისტული დონბასის და ლუგანსკის დამოუკიდებლობის აღიარება.

ბრძოლა კიევისთვის – მე-4 დღე რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან [განახლებადი]

მასალების გადაბეჭდვის წესი