ახალი ამბები

BP-ს Rosneft-დან უკრაინაზე თავდასხმის გამო საკუთარი წილი გააქვს

27 თებერვალი, 2022 • 1360
BP-ს Rosneft-დან უკრაინაზე თავდასხმის გამო საკუთარი წილი გააქვს

უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის გამო, ბრიტანულ ენერგო-კომპანიას, BP-ის რუსული კომპანია Rosneft-დან საკუთარი, თითქმის 20-პროცენტიანი წილი გააქვს.

„რუსეთის თავდასხმა უკრაინაზე არის აგრესიის აქტი, რომელსაც აქვს ტრაგიკული შედეგები მთელი რეგიონის მასშტაბით.

BP მუშაობდა რუსეთში 30 წელიწადზე მეტი, ჰქონდა შესანიშნავი ურთიერთობა ჩვენს რუს კოლეგებთან, თუმცა ეს სამხედრო მოქმედება წარმოადგენს ფუნდამეტურ ცვლილებას.

ამან განაპირობა ის, რომ BP-ს საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ჩვენი ურთიერთობა Rosneft-თან, სადაც წილს რუსეთის სახელმწიფოც ფლობს, შეუძლებელია, რომ გაგრძელდეს“, – განაცხადა კომპანიის საბჭოს თავჯდომარემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი