ახალი ამბები

უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებები ხვალ გაიმართება – CNN

27 თებერვალი, 2022 • 2797
უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებები ხვალ გაიმართება – CNN

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ევგენი იენინის განცხადებით, რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებები, ხვალ, ორშაბათს, დილით გაიმართება.

ინფორმაცია CNN-მა მოიპოვა.

უკრაინული მხარე რუსეთის წარმომადგენლებს ყოველგვარი წინაპირობის გარეშე, ბელარუსის საზღვართან ახლოს, მდინარე პრიპიატის სიახლოვეს შეხვდება.

პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ის არ აპირებს რუსეთთან უკან დახევას.

იენინის თანახმად, ლუკაშენკომ აიღო პასუხისმგებლობა რომ ყველა თვითმფრინავი, ვერტმფრენი და რაკეტა, რომელიც ბელარუსშია განლაგებული, უკრაინული დელეგაციის გადაადგილებისას, შეხვედრისას და უკან დაბრუნებისას, მიწაზე დარჩება.

მასალების გადაბეჭდვის წესი