გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლიზ ტრასმა განაცხადა, რომ იგი „აბსოლუტურად უჭერს მხარს იმ ბრიტანელებს, რომლებიც უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ იბრძოლებენ.
მისი განცხადებით, „ადამიანებს შეუძლიათ თავად მიიღონ საკუთარი გადაწყვეტილებები“. მან ეს განცხადება BBC-ის ეთერში გააკეთა.
მანამდე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ იმ უცხოელებს, რომელთაც სურდათ უკრაინის დაცვა, შეეძლოთ უკრაინულ უცხოურ ლეგიონში გაწევრიანება.