ახალი ამბები

ჩვენ ვდგავართ თქვენს მხარეს, ისტორიის სწორ მხარეს – შოლცი უკრაინელებს

27 თებერვალი, 2022 •
ჩვენ ვდგავართ თქვენს მხარეს, ისტორიის სწორ მხარეს – შოლცი უკრაინელებს

„უკრაინაზე თავდასხმით, ჩვენ ავღმოვჩნდით სრულიად ახალ ერაში, კიევში, ხარკოში, ოდესასა და მარიუპოლში, ხალხი იბრძვის არამხოლოდ საკუთარი სამშობლოს დასაცავად, არამედ თავისუფლებისა და დემოკრატიისთვისაც, იმ ღირებულებებისთვის, რაც ჩვენ გვაერთიანებს“, – განაცხადა გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ბუნდესტაგში სიტყვით გამოსვლისას.

მისი განცხადებით, გერმანია გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას.

შოლცმა ასევე განაცხადა, რომ გერმანია თავდაცვის ბიუჯეტს დამატებით 100 მილიარდით ზრდის.

გერმანია უკრაინაში ომის დაწყებამდე სხვა ქვეყნებს არ აძლევდა უფლებას, უკრაინისთვის იარაღი მიეწოდებინათ, თუმცა ომის დაწყების შემდეგ ბერლინმა ეს პოზიცია შეცვალა და უკრაინას, მათ შორის იარაღითაც ეხმარება.

მასალების გადაბეჭდვის წესი